Belive

აკაკი გიუნაშვილი იჯარით ფროზინონეში ითამაშებს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ფოთის ,,კოლხეთისა'' და საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მცველი, აკაკი გიუნაშვილი იჯარით ,,ფროზინონეში'' ითამაშებს.

ქართველი ფეხბურთელი იტალიაში ხვალ გაემგზავრება და სამედიცინო შემოწმებას გაივლის.

,,ფროზინონეში'', რომელიც მიმდინარე სეზონში სერია A-ში ასპარეზობს, კიდევ ერთი ქართველი - გიორგი კვერნაძე (ასევე იჯარით ფოთის ,,კოლხეთიდან'') ირიცხება.

იტალიის ჩემპიონატის პირველ ტურში ეუსებიო დი ფრანჩესკოს გუნდი ,,ნაპოლისთან'' შინ 1:3 დამარცხდა.

სხვა სტატიები