Belive

"აკადემიის კვირეული გვაქვს" - იურგენ კლოპი

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

გახშირებული ტრავმიანობის ფონზე, "ლივერპულის" აკადემიის ფეხბურთელებს თავის გამოჩენის შესაძლებლობა მიეცათ. ლიგის თასის ფინალში, "ლივერპულმა" "ჩელსი" დაამარცხა, ხოლო ასოციაციის თასის 1/8-ფინალში, "საუთჰემპტონს" სძლია და მორიგი ტიტულისკენ სვლას განაგრობს.

მერსისაიდული გრანდის ამ წარმატების მთავარი შემოქმედები, აკადემიის აღზრდილი ახალგაზრდა ფეხბურთელები არიან, რომელთაც ბრწყინვალედ იასპარეზეს. ახალგაზრდების გარჯას ამაოდ არ ჩაუვლია და "ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა მათ მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

აკადემიის კვირეული გვაქვს და ამით ძალიან გახარებული ვარ. მათი წარმატება ნამდვილად მახარებს. არ დაივიწყოთ მათი დიდებული ასპარეზობა და გაბრწყინება, როდესაც სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნება. - იურგენ კლოპი

სხვა სტატიები