Belive

აინტრახტის კაპიტანმა მატჩის შემდეგ მაისური მსაჯს გაუცვალა (ვიდეო)

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ფრანკფურტის "აინტრახტის" კაპიტანმა დევიდ აბრაჰამმა თავისი ბუნდესლიგური კარიერის ბოლო უქმეებზე, "შალკესთან" - 3:1 გამარჯვებით დაასრულა. 34 წლის ფეხბურთელმა გერმანიაში 8 წელიწადი გაატარა და საფინალო მატჩში დასამახსოვრებელი ეპიზოდი შექმნა. არგენტინელმა მცველმა გელზენკირხენულ გუნდთან მოგების შემდეგ, შეხვედრის მთავარ მსაჯს მანუელ გრაფეს მაისური გაუცვალა. მატჩის შემდეგ, ფეხბურთელი და არბიტრი გასახდელში კამერებისთვისაც გამოჩნდნენ.

 
View this post on Instagram
 

A post shared by 433 (@433)

აბრაჰამმა "ბაზელის", "ხეტაფეს" და "ჰოფენჰაიმის" რიგებში ითამაშა, ხოლო 2015 წლიდან ფრანკფურტელთა მაისურს ირგებდა და 178 შეხვედრაში 5 გოლის გატანა და 7 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა. 2018 წელს ის გერმანიის თასის გამარჯვებული გახდა.

სხვა სტატიები