აიაქსმა მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლა
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
,,აიაქსმა'' გუნდის მთავარი მწვრთნელი, მაურის სტეინი დაითხოვა. ინფორმაციას ამსტერდამული გუნდის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
აიაქსისა და სტეინის გზები გაიყარა. კლუბის ხელმძღვანელობა და სპეციალისტი შეთანხმდნენ, რომ მწვრთნელი თანამდებობიდან გადადგება. - წერია აიაქსის განცხადებაში
ერედივიზიონის მე-9 ტურში ,,აიაქსი” ,,უტრეხტთან” 3:4 დამარცხდა.
ამსტერდამულმა გუნდმა, რომელსაც 7 მატჩის შემდეგ 5 ქულა აქვს და ბოლოსწინა, მე-17 ადგილზეა, ნიდერლანდების ჩემპიონატში ზედიზედ მეოთხედ წააგო.
შეხვედრის შემდეგ სტეინმა განაცხადა, რომ კლუბი ენდობოდა, თუმცა შედეგების გათვალისწინებით, გათავისუფლება მისთვის გასაგები იქნებოდა.
Ajax and Maurice Steijn will part ways with immediate effect. The club management and Steijn have agreed that the coach will step down from his position.
— AFC Ajax (@AFCAjax) October 23, 2023