აიაქსის მწვრთნელი: "სუარესის ტრანსფერის შესახებ არაფერი ვიცი"
2 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
"ლუის სუარესი? მის შესახებ არავის არაფერი უთქვამს. ურუგვაელს როგორც "ბარსელონას", ასევე, როგორც "აიაქსის" ფეხბურთელს ვიცნობ. ასევე, ვიცი თუ რა გააკეთა მან "ატლეტიკოში". სუარესი საოცარი ფეხბურთელია, ტრანსფერის შესახებ კი ვერაფერს ვიტყვი, რადგან ინფორმაცია არ მაქვს," - ამბობს ნიდერლანდელი სპეციალისტი.გასული სეზონის დასრულების შემდეგ, სუარესმა "ატლეტიკო მადრიდი" დატოვა და თავისუფალი აგენტი გახდა. ცნობილია, რომ 35 წლის თავდამსხმელი მოლაპარაკებას "რივერ პლეიტთან" აწარმოებს. შეგახსენებთ, რომ "აიაქსის" რიგებში ლუისი 2007-2011 წლებში თამაშობდა.