Belive

აგუეროს ჩემპიონობის მომტანი მაისური აუქციონზე იყიდება

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მაისური, რომელიც სერხიო აგუეროს "ქპრ-ს" წინააღმდეგ მოგებულ მატჩში ეცვა აუქციონზე იყიდება.

თავდამსხმელმა პრემიერ ლიგის ბოლო ტურში, გოლი ძალიან დაძაბული შეხვედრის 93-ე წუთზე გაიტანა და "სიტის" 44 წლიანი უტიტულო სერიაც შეწყვიტა. ეს ყველაფერი 2012 წლის 13 მაისს მოხდა და "ქალაქელთათვის" ეს თარიღი დაუვიწყარი გახდა.

მაისური ზუსტად იმ სახით არის შემონახული, როგორიც მატჩის შემდეგ იყო. წუწყიანი და შამპანურის ლაქებით დასვრილი "სიტის" ფორმის საწყისი ფასი 20 000 ფუნტ სტერლინგი იქნება. მაისური აუქციონზე Hansons Auctioneers-ში ეტვალში, დერბიშირში, 3 ნოემბერს გავა.


თავდამსხმელს, რომელმაც მანჩესტერულ კლუბთან ერთად 10 წელი გაატარა და 15 ტიტულიც მოიგო, მადლიერმა კლუბმა "ეტიჰად სთეიდიუმის" წინ ძეგლი გაუხსნა. არგენტინელი პრემიერ ლიგის ისტორიაში მეოთხე ბომბარდირია. მან ინგლისში ასპარეზობის პერიოდში, 275 მატჩში, 184 გოლი გაიტანა.


„ეს ალბათ კლუბის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი გოლი იყო. ეს მაისური მარიო ბალოტელიმ აგუეროს სუვენირად სთხოვა, მაგრამ ჩანთასთან ერთად გასახდელში დარჩა. ის გუნდის ყოფილმა თანამშრომელმა აღმოაჩინა, რომელმაც მყისვე ფეხბურთის მაისურების ეროვნულ კოლექციას გადასცა." - იხსენებს დევიდ უილსონ-ტერნერი.

სხვა სტატიები