Belive

აღნიშნავს თუ არა რამოსი ბერნაბეუზე გატანილ გოლს? - ესპანელის პასუხი

10 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,სევილიას'' მცველმა, სერხიო რამოსმა, Dazn-თან ინტერვიუში, ყოფილ გუნდთან, მადრიდის ,,რეალთან'' გასამართ მატჩზე ისაუბრა:

,,თავს ისე ვიგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში, რადგან იქ მრავალი წელი გავატარე. ჩემი კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტები სწორედ ამ გუნდთანაა დაკავშირებული. მშვენიერი მოგონებები მაკავშირებს გულშემატკივრებთან და ყოფილ თანაგუნდელებთან. ეს უნიკალური და ემოციური მომენტი იქნება.

რეალი ყოველწლიურად ყველაფრის მოგების ფავორიტია, გუნდს უმაღლესი დონის ფეხბურთელები ჰყავს. თუმცა, ვეცდებით კარგი მატჩი ჩავატაროთ.

მადრიდის რეალსა და კლუბის ყველა გულშემატკივარს ძალიან დიდ პატივს ვცემ, ამიტომ, თუ გოლს გავიტან, არ აღვნიშნავ. თუმცა, მოხარული ვიქნები თუ ჩემი გოლით მოგებას მოვახერხებთ, რადგან 3 ქულა ჩვენთვის მნიშვნელოვანია.'' - სერხიო რამოსი

კვირას, 26 თებერვალს, ლა ლიგის 26-ე ტურში, სერხიო რამოსის ,,სევილია'' მადრიდის ,,რეალს'' ესტუმრება.

მიმდინარე სეზონში ესპანელი მცველის ანგარიშზე ანდალუსიური გუნდის მაისურით ჩატარებულ 24 შეხვედრაში 5 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები