ანჩელოტი: ,,შესაძლოა, ჰოლანდი პირველ მატჩში დიდად არ გამოჩენილა, მაგრამ ყოველთვის ძალიან საშიშია''
8 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის ,,რეალის'' მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, ,,მანჩესტერ სიტისთან'' მატჩის წინ განაცხადა, რომ მისი გუნდი თავდაჯერებულია:
,,ერთი კვირის წინ გამართული მატჩიდან დასკვნები უნდა გამოვიტანოთ და გვჯეროდეს იმის, რასაც ვაკეთებთ! ვფიქრობ, საკმარისი ხარისხი გვაქვს იმისთვის, რომ მეტოქეს პრობლემები შევუქმნათ.
მხოლოდ ხვალინდელ შეხვედრაზე უნდა ვიფიქროთ და სხვა არაფერზე. პირველი მატჩი თანაბარი იყო და ფრედ დასრულდა, წინ 90 წუთია დარჩენილი და შეიძლება, ყველაფერი მოხდეს.
სიტის კარგი სტატისტიკა საკუთარ მოედანზე? ეს ყველას თავისებურად ესმის. ამის შეჩერება შეგვიძლია, რადგან რეალს არაერთხელ მოუგია იქ, სადაც ამას ადრე ვერ ახერხებდა.
რეალში ყველაფერი მშვიდადაა, ზედმეტ ღელვას ვერ ვხედავ. ჩვენი გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე ყოველთვის კარგად ასპარეზობს. ვგრძნობ თავდაჯერებულობას და არა ნერვიულობას.
თუ ფეხბურთელებზე ინდივიდუალურად უნდა ვისაუბროთ, მაშინ ვიტყვი, რომ ჰოლანდი სიტის შემადგენლობაში ერთ-ერთი ყველაზე საშიში მოთამაშეა. შესაძლოა, პირველ მატჩში დიდად არ გამოჩენილა, მაგრამ მეტოქისთვის ყოველთვის საფრთხეს წარმოადგენს.'' - კარლო ანჩელოტი
ხვალ, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში, ,,მანჩესტერ სიტი'' მადრიდის ,,რეალს'' უმასპინძლებს. შეხვედრა 23:00 საათზე დაიწყება.
გუნდებს შორის გამართული პირველი მატჩი ფრედ, ანგარიშით 3:3 დასრულდა.