Belive

აღფრთოვანება და სიყვარული - მადრიდის რეალი ინიესტას ემშვიდობება

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

ანდრეს ინიესტამ საფეხბურთო კარიერა ოფიციალურად დაასრულა. ლეგენდის ფეხბურთიდან წასვლას უამრავი ადამიანი და ორგანიზაცია გამოეხმაურა, მათ შორის ცხოვრების მთავარი კონკურენტი - მადრიდის "რეალი".

იმის გათვალისწინებით, რომ ანდრეს ინიესტამ პროფესიონალური ფეხბურთიდან წასვლის შესახებ განაცხადა, მადრიდის "რეალს", მის პრეზიდენტს და დირექტორთა საბჭოს სურთ გამოხატონ აღიარება, აღფრთოვანება და სიყვარული ესპანური და მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი უდიდესი ლეგენდის მიმართ.

ანდრეს ინიესტამ თავისი თამაშითა და ფასეულობებით უდიდესი წვლილი შეიტანა ამ სპორტის განვითარებაში, კარიერის განმავლობაში მოპოვებული მრავალი ტიტულის გარდა. მისი საკულტო გოლი 2010 წელს სამხრეთ აფრიკის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში სამუდამოდ დარჩება ყველა ესპანელი გულშემატკივრის მეხსიერებაში.

მადრიდის რეალი მას და მის მთელ ოჯახს წარმატებებს უსურვებს ცხოვრების ახალ ეტაპზე. - წერია რეალის ოფიციალურ განცხადებაში

ანდრეს ინიესტა "ბარსელონას" აკადემიის, "ლა მასიას" პროდუქტია, მან კატალონიური კლუბის მაისურით 674 მატჩი ჩაატარა, სადაც 57 გოლი გაიტანა და 135 საგოლე პასი მიითვალა.

ინიესტამ "ბარსასთან" ერთად 32 ტიტული მოიგო, მათ შორის ცხრა ლა ლიგა, ოთხი ჩემპიონთა ლიგა და ექვსი კოპა დელ რეის ტიტული.

სხვა სტატიები