აფრიკის თასის მთავარი ფავორიტები Opta-ს ვერსიით
სტატისტიკური პლატფორმის, Opta-ს კომპიუტერული მოდელის პროგნოზით, აფრიკის თასის მთავარი ფავორიტი მოქმედი ჩემპიონი, სენეგალის ეროვნული ნაკრებია, რომლის გამარჯვების შანსები 12,8%-ით ფასდება.
ხუთეულში, ასევე, კოტ-დ'ივუარი (12,1%), მაროკო (11,1%), ალჟირი (9,7%) და ეგვიპტე (8,5%) მოხვდნენ.
Opta-ს ვერსიით აფრიკის თასის მოგების ყველაზე დაბალი შანსი ანგოლასა და ნამიბიას (0,5%) აქვთ.
აფრიკის თასის მთავარი ფავორიტები:
სენეგალი - 12,8%
კოტ-დ'ივუარი - 12,1%
მაროკო - 11,1%
ალჟირი - 9,7%
ეგვიპტე - 8,5%
ნიგერია - 8%
კამერუნი - 7,4%
ტუნისი - 6,3%
განა - 5,3%
მალი - 3,7%
კონგო - 2,4%
სამხრეთ აფრიკა - 2,1%
ბურკინა ფასო - 1,9%
გვინეა - 1,5%
ზამბია - 1,4%
კაბო ვერდე - 0,9%
გვინეა-ბისაუ - 0,8%
ეკვატორული გვინეა - 0,8%
გამბია - 0,6%
ტანზანია - 0,6%
მავრიტანია - 0,6%
მოზამბიკი - 0,6%
ანგოლა - 0,5%
ნამიბია - 0,5%
აფრიკის თასი, რომელსაც წელს კოტ-დ'ივუარი მასპინძლობს, 13 იანვარს დაიწყება და 11 თებერვალს დასრულდება.
ტურნირის მოქმედი ჩემპიონი სენეგალის ნაკრებია, რომელმაც 2021 წელს ფინალში ეგვიპტეს მოუგო.
𝐀𝐅𝐂𝐎𝐍 𝟐𝟎𝟐𝟑: Opta Predictions 📈
— Opta Analyst (@OptaAnalyst) January 9, 2024
Who will win the 2023 Africa Cup of Nations?
The Opta supercomputer has delivered its 2023 AFCON predictions as tournament hosts Ivory Coast look to dethrone reigning champions Senegal.#TotalEnergiesAFCON2023 | @CAF_Online