Belive

აფრიკის ერთა თასის ოთხივე ნახევარფინალისტი ცნობილია

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

აფრიკის ერთა თასის ოთხივე ნახევარფინალისტი ცნობილია. 7 თებერვალს ნიგერია სამხრეთ აფირიკის ნაკრებს დაუპირისპირდება, ხოლო 8 თებერვალს მეორე 1/2-ფინალში კოტ-დ'ივუარი კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას შეხვდება.

ნახევარფინალში გასვლამდე ნიგერიამ ანგოლას ნაკრები 0:1 დაამარცხა, ლუკმენის ერთადერთი გოლის წყალობით, ხოლო სამხრეთ აფრიკამ უგოლო ფრის შემდეგ პენალტების სერიაში კაბო ვერდეს მოუგო.

კოტ-დ'ივუარმა მალის ნაკრები გამოთიშა ტურნირიდან, შეხვედრაში ძირითადი დრო 1:1 დასრულდა, ექსტრა ტაიმის ბოლო წუთზე დიაკიტემ გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა. კონგოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ძირითად დროში გვინეის ნაკრები 3:1 დაამარცხა.

სხვა სტატიები