სოციალურ ქსელებში გავრცელებული სკანდალური ვიდეოს შემდეგ, კურტ ზუმა კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა. “The SUN”-მა მოიპოვა და გაავრცელა კადრები, სადაც ნაჩვენებია, რომ მცველი საკუთარ კატარას სახეში ურტყამს და სცემს, ასევე სხვა ქმედებებით მასზე ფიზიკურად ძალადობს. თუმცა, პოლიციამ უარი განაცხადა ამ ფაქტზე გამოძიების დაწყებაზე, თუმცა ჯერჯერობით უცნობია ზუმას ეს მოქმედება “შერჩება” თუ არა.
მიუხედავად იმისა, რომ "ვესტ ჰემის" მცველი სამართალდამცავებს "გადაურჩა" - სოციალური ქსელების მომხმარებლების, სპორტული ეკიპირების მწარმოებელი ბრენდებისა და საკუთარი კლუბის კრიტიკას თავი ვერ დააღწია.
ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციის თანახმად, სპორტული ეკიპირების მწარმოებელმა ფლაგმანმა (adidas) ზუმას სასპონსორო ხელშეკრულება გაუწყვიტა. "გარემოებებში გარკვევის შემდეგ, გიდასტურებთ რომ კურტ ზუმა adidas-ის კონტრაქტორი სპორტსმენი აღარაა", - აღნიშნულია ბრენდის ოფიციალურ განცხადებაში.
adidas-ის პარალელურად, ოფიციალური განცხადება "ვესტ ჰემმაც" გაავრცელა. ლონდონური კლუბის განცხადებაში აღნიშნულია, რომ სამარცხვინო საქციელის გამო, ზუმა მაქსიმალური თანხით (£250.000) დაჯარიმდა.
მომხდარის გამო კურტ ზუმამ სინანული გამოთქვა და საჯარო ბოდიში მოიხადა. ზუმა აღნიშნავს, რომ უპატიებელი შეცდომა დაუშვა და მის საქციელს გამართლება არ აქვს.