ადეიემი კასტეტისა და ელექტროშოკის ფლობისთვის დააჯარიმეს
გერმანიისა და დორტმუნდის ბორუსიას თავდამსხმელი, კარიმ ადეიემი, კასტეტისა და ელექტროშოკის ფლობისთვის დააჯარიმეს.
ადეიემი იძულებული იქნება, დანაშაულის გამო, 396 000 ფუნტი სტერლინგი გადაიხადოს. 2024 წლით დათარიღებულ საქმეში, ადეიემი გერმანიის რაიონულმა სასამართლომ ჰაგენში, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიაში, დააჯარიმა.
თავდამსხმელმა თავი აარიდა საჯარო სასამართლო პროცესს და ნასამართლეობას, მიუხედავად იმისა, რომ აკრძალული ნივთები უპოვეს. გერმანიის კანონმდებლობის თანახმად, როგორც კასტეტის (ლითონის თითებზე წამოსაცმელი ნივთი), ასევე ელექტროშოკის ფლობა, შეძენა და გამოყენება აკრძალულია.
აღნიშნულთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი დორტმუნდმაც გააკეთა და გერმანიის ნაკრების მწვრთნელმა, ნაგელსმანმაც: დორტმუნი ხაზს უსვამს კონფიდენციალურობის დაცვას, ხოლო ნაგელსმანმა თქვა, რომ მასსა და ადეიემს შორის საუბარმა კარგად ჩაიარა.
23 წლის ფეხბურთელს 11 სანაკრებო მატჩში ერთი გოლი აქვს გატანილი. ადეიემს დორტმუნდთან კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულში ეწურება.