Belive

აარონ რამსდეილმა პენალტების მოგერიების საიდუმლო გაამხილა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"არსენალის" მეკარე აარონ რამსდეილი, გარდა მისი ოსტატობისა, ცნობილია იმით, რომ მოწინააღმდეგის წყობიდან გამოყვანა ადვილად შეუძლია. ინგლისელი კი, ამ "უნარს" თერთმეტმეტრიანი დარტყმის დროსაც კარგად იყენებს. ერთ-ერთ პოდკასტში საუბრისას 24 წლის კარის დარაჯმა თქვა, რომ მოწინააღმდეგეს სულელურ შეკითხვას უსვამს, რომელიც მას ყურადღებას უფანტავს.

" ერთხელ "აკრინგტონის" თავდამსხმელს ვკითხე, თუ რას მიირთმევდა ჩაისთან ერთად. პენალტის დასარტყმელად ემზადებოდა და მე ეს სისულელე ვკითხე. მან თერთმეტმეტრიანი ვერ გაიტანა." - განაცხადა აარონ რამსდეილმა.

ინგლისელმა მეკარემ ამ სეზონში 34-ჯერ შეძლო საკუთარი კარის მშრალად შენახვა და ერთი თერთმეტმეტრიანიც მოიგერია. აღსანიშნავია, რომ რამსდეილს მიმდინარე სეზონში 410-ჯერ აქვს ბურთი მოგერიებული.

სხვა სტატიები