"დასახული მიზნის მისაღწევად მზად ვართ" - ლუის ენრიკე
6 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
UEFA-ს ჩემპიონა ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში, "ასტონ ვილა" "პარი სენ-ჟერმენს" დაუპირისპირდება.
პრინციპული მატჩი, 15 აპრილს, ბირმინგემში, "ვილა პარკზე" გაიმართება. "ასტონ ვილასთან" დაპირისპირების წინ, პარიზული გრანდის პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც ლუის ენრიკემ და უსმან დემბელემ ისაუბრეს.
აქ ფრისთვის არ ჩამოვსულვართ. ხვალ მხოლოდ გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ და შევეცდებით, რომ ჩვენი ფეხბურთი ვითამაშოთ.
კვარას ყველა შესანიშნავად დავხვდით და პირადად მე მასთან იდეალური ურთიერთობა მაქვს. უამრავი რჩევა მივეცი და ერთმანეთს ყოველვის გვერდში ვუდგავართ. კვარაცხელია მორცხვი ბიჭი ნამდვილად არაა, ვარჯიშებზე მუდამ აქტიურ კომუნიკაციაში ვართ და ერთმანეთს რჩევებს ვაძლევთ. - უსმან დემბელე.
დასვენებისა და მატჩისთვის მოსამზადებლად საკმაო დრო გვქონდა. ეს ჩვენთვის ნამდვილად მნიშვნელოვანი მატჩია და უსაზღვროდ მოტივირებულები ვართ.
ვფიქრობ, მზადებამ კარგად ჩაიარა და ჩვენი მიზნის მისაღწევად მზად ვართ. რა თქმა უნდა, გამარჯვება უმთავრესია, მაგრამ ამავდროულად რთული მომენტებისთვისაც უნდა ვიყოთ მზად, რადგან მეტოქე აუცილებლად შეგვიქმნის ხიფათს.
- ლუის ენრიკე.
შეგახსენებთ, ორ გუნდს შორის, პარიზში გამართული პირველი მატჩი "პარი სენ-ჟერმენის" გამარჯვებით, 3:1 დასრულდა.