"მილანმა" იჯარის წესით "მანჩესტერ იუნაიტედიდან" 21 წლის პორტუგალიელი მცველი დიოგო დალოტი გაიფორმა.
დალოტი "წითელ ეშმაკებს" 2018 წელს "პორტუდან" 19 მილიონი ფუნტი სტერლინგის სანაცვლოდ შეუერთდა. თუმცა, ძირითად შემადგენლობაში ფეხი ვერ მოიკიდა.
პორტუგალიელმა პრემიერ ლიგაში "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისურით 20 შეხვედრა გამართა.
2020-2021 წლის სეზონის ბოლომდე დიოგო დალოტი "მილანში" იქნება.