პრემიერლიგის 10 შესანიშნავი გოლი, რომელიც ბევრს აღარ ახსოვს
სთხოვეთ ფეხბურთის ნებისმიერ გულშემატკივარს, რომ დაასახელოს პრემიერლიგის ისტორიაში საუკეთესო გოლები და ჩამონათვალში თქვენ აუცილებლად იპოვით ნაცნობ სახელებს, ისეთ გოლებს, რომელიც თქვენს გემოვნებასაც აკმაყოფილებენ. მაგალითად, უეინ რუნის შესანიშნავი მაკრატელა "მან. სიტის" კარში, ანდაც, ჯეკ უილშირის მიერ დაგვირგვინებული "არსენალის" დიდებული გუნდური გოლი, მაგრამ, არსებობს ისეთებიც, რომელიც პრემიერლიგის ქომაგმა მიივიწყა და მხოლოდ იმ კონკრეტული სეზონის რჩეულ კადრებს შორის დაიდო ბინა. ხშირად, ეს იმიტომ ხდება, რომ ბრწყინვალე გოლს, ვარსკვლავის სიკაშკაშე აკლია და მისი ავტორი ინგლისის ჩემპიონატის "რიგითი" ფეხბურთელია. შევეცდებით, ის 10 შესანიშნავი გოლი გამოვარჩიოთ, რომელიც პრემიერლიგის გულშემატკივარმა სხვადასხვა მიზეზით მიივიწყა. 10. ტომ ჰადელსტანი VS "მანჩესტერ სიტი" - 2006 ინგლისელ ნახევარმცველს ბევრი გოლი არ გაჰქონდა, მაგრამ თუ იტანდა - განსაკუთრებულს. აი მაგალითი...
9. ივან კამპო VS "ტოტენჰემი" 2006 მადრიდის "რეალის" ვეტერანი და ქართველი გულშემატკივრისთვის კარგად ნაცნობი ფეხბურთელი 2006 წელს "ბოლტონის" ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავი გახლდათ. რამდენიმე თვით ადრე, მან ცენტრალური დაცვიდან ნახევარდაცვაში გადაინაცვლა და ეს დასამახსოვრებელი მომენტით აღნიშნა.YOUR DECEMBER GOAL OF THE MONTH WINNER... Tom Huddlestone Vs Manchester City - December 17th 2006@Huddz8 #COYS #THFC #Spurs #EPL #PremierLeague #HotspurMemories pic.twitter.com/ujvLoHBldi — HotspurMemories (@HotspurMemories) January 5, 2019
8. ვაჰბი ხაზრი VS "ჩელსი" 2016 ბევრს ტუნისელი ფეხბურთელის სახელის დამახსოვრებაც კი უჭირს, თუმცა მან თავი დაქვეითებისკენ მიმავალი "სანდერლენდის" გამონათებისას გამოიჩინა, როცა ის, ფაბიო ბორინი და ჟერმინ დეფო "ჩელსის" და ტიბო კურტუას კარს არბევდნენ.Ivan Campo lets fly... #GoalOfTheDay pic.twitter.com/BJ7eqpl6cn — Premier League (@premierleague) February 22, 2017
7. იუსი ბენაიუნი VS "ფულემი" 2006 "ფულემისთვის" ებრაელ ფეხბურთელთან დაკავშირებული ღამის კოშმარი ამით არ მთავრდება, "ლივერპულში" გადასვლის შემდეგ, მან ლონდონელებს ბოლო წუთზე გამარჯვების გოლიც გაუტანა.Ivan Campo lets fly... #GoalOfTheDay pic.twitter.com/BJ7eqpl6cn — Premier League (@premierleague) February 22, 2017
6. პაიტიმ კასამი VS "კრისტალ პალასი" 2014 არ უნდა გამოგვრჩეს კასამის ეს გოლიც, რომელიც მას თავისი ძლიერი ფეხით არ გაუტანია.THAT Benayoun goal against Fulham was QUALITY 😍 #COYI #WHU pic.twitter.com/SLgPdOzSS2 — COYIrons (@COYIrons_com) February 22, 2019
5. სტივენ კარი VS "ტოტენჰემი" დღესდღეობით ჩვენ განაპირა მცველებისგან შეტევაში ძალიან ბევრს ვითხოვთ, მაგრამ 1999 წელს ეს აუცილებელი არ იყო. ამ დროს კი, „ტოტენჰემის“ ფეხბურთელმა ბრწყინვალე დარტყმა და გოლი შემოგვთავაზა.21.10.2013 Kasami vs Crystal Palace With Fulham 1-0 down in the capital, Pajtim Kasami smashed home one of the goals of the season out of nothing. The Swiss chested the ball down and unleashed an unstoppable volley from a tight angle to leave Selhurst Park stunned. pic.twitter.com/mARBk03mmG — A.Y. (@UTFReds) October 13, 2019
4. დინიარ ბელალეტდინოვი VS „მანჩესტერ იუნიატედი“ თითქმის ყველა შემთხვევაში, როცა რუს ფეხბურთელს გოლი გაჰქონდა, ეს „გუდისონ პარკზე“ ხდებოდა. ამ შემთხვევაშიც, „ევერტონის“ შვიდიანმა „ეშმაკებს“ ლივერპულში გაუტანა. 3. ალექსანდერ ტეტი VS „სანდერლენდი“ ტეტი „ნორვიჩში“ ჯერ კიდევ მაშინ თამაშობდა, ვიდრე გუნდი პრემიერლიგაში გავარდებოდა. 2014 წელს, ჩამშლელმა ნახევარმცველმა „სანდერლენდთან“ სასიცოცხლოდ აუცილებელი 3 ქულის მოპოვებაში წვლილი ულამაზესი გოლით შეიტანა - ჯონ ოშის მიერ საჯარიმოდან გამოტანილ ბურთს ის ერთი შეხებით დახვდა და გუნდს მოაგებინა.Stephen Carr vs Manchester United, 1999. pic.twitter.com/zDBNwFWVRk — 90s Football (@90sfootball) August 25, 2019
2. ერიკ ედმანი VS „ლივერპული“ 21-ე საუკუნეში, „ტოტენჰემს“ „ენფილდთან“ გამორჩეულად კარგი მოგონებები იშვიათად უგროვდება, თუმცა ერთ-ერთი გამორჩეული მომენტი 2005 წელი იყო, როცა „დეზების“ შვედმა ფლანგის მცველმა იერჟი დუდეკის კარი 35 მეტრიდან დალაშქრა.I start off with a bit of Tettey vs Sunderland #NCFC pic.twitter.com/l25ZFbfIFM — Jack 🔰(#BLM) (@TotallyTettey) July 19, 2016
1. რიკარდო ფულერი VS „ასტონ ვილა“ იამაიკელ ცენტრალურ თავდამსხმელს დისციპლინასთან საკმაოდ ხშირი პრობლემები ჰქონდა, მაგრამ მისი კარიერის მთავარ მოგონებად ბირმინგემულ კლუბთან მატჩი იქცა, როცა ის ლამის დენის ბერგკამპად გარდაისახა.🗓️ #OnThisDay in 2005, Erik Edman did this at Anfield... 😮#PL ⚪️ #COYS pic.twitter.com/fLFxqXnDq7 — Tottenham Hotspur (@SpursOfficial) April 16, 2019
On Ricardo Fuller’s birthday it’s only fair I continue my propaganda that he scored a goal better than Bergkamp and no-one remembers it pic.twitter.com/AbYb8hFVI6 — Elliot Hackney (@ElliotHackney) October 31, 2019