Belive

63 წლის ასაკში ანდრეას ბრემე გულის შეტევით გარდაიცვალა

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ბაიერნისა" და გერმანიის ნაკრების ლეგენდარული ფეხბურთელი ანდრეას ბრემე 63 წლის ასაკში გარდაიცვალა. გერმანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბრემეს გულის შეტევა დაემართა, რომელიც მისთვის სავალალო აღმოჩნდა.

ლეგენდარულ ფეხბურთელს გერმანიის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატიც აქვს მოგებული. 1990 წელს არგენტინის ნაკრების კარში გამარჯვების გოლი სწორედ მან გაიტანა.

სხვა სტატიები