ხვიჩა კვარაცხელიას შეჩერება რუსეთის პრემიერლიგაში აღარ შეუძლიათ - ქართველი ფეხბურთელი "სპარტაკთან" მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
ჩემპიონატის ბოლო ტურში "რუბინმა" შინ მოსკოვური გუნდი მიიღო და 1:2 დამარცხდა. 19 წლის ქართველი ვინგერი კვლავ საუცხოო ფორმაში იყო და პირველი ტაიმის მიწურულს მან პენალტის გამომუშავებაც მოახერხა.
კვარაცხელიას წინააღმდეგ "სპარტაკის" ფეხბურთელები 5-ჯერ დაჯარიმდნენ. გარდა ამისა, ხვიჩამ 11 ორთაბრძოლა მოიგო და მეტოქე ფეხბურთელებს ხუთჯერ გასცდა.
აღსანიშნავია, რომ ბოლო 6 თამაშში კვარაცხელია საუკეთესო ფეხბურთელად მეოთხედ დაასახელეს.