Belive

5 წელი და 100 მილიონი - ვალენსია მამარდაშვილთან კონტრაქტს ახანგრძლივებს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მას შემდეგ, რაც ესპანურ მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ "ვალენსია" იასპერ სილესენის გაშვებას გეგმავს, დაიწერა ისიც, რომ "ღამურები" გიორგი მამარდაშვილისთვის ახალი კონტრაქტის შეთავაზებას აპირებენ. ახალი კონტრაქტი 2027 წლამდე უნდა იყოს ძალაში და ქართველი მეკარის გამოსასყიდ თანხად 100 მილიონი ევრო უნდა განისაზღვროს. 21 წლის ქართველი ფეხბურთელი ჯენარო გატუზოსგან ნდობას აშკარად გრძნობს, სწორედ ამის გამოძახილი უნდა იყოს ის ფაქტიც, რომ კლუბმა გამოცდილი, 33 წლის გოლკიპერის გაშვება გადაწყვიტა - სილესენი კარიერას მშობლიურ "ნაიმეგენში" გააგრძელებს. https://www.live.ge/fexburti/espanuri-media-iasper-sileseni-valensias-tovebs-da-samshobloshi-brundeba/

სხვა სტატიები