Belive

5 რეკორდი, რომელიც რეალმა ლივერპულის განადგურებით დაამყარა

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

ასეთი გამარჯვება მოულოდნელი იყო. 2:5, თანაც "ენფილდზე". მითუმეტეს, მაშინ, როდესაც ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ შეხვედრაში, "ლივერპული" "რეალს" მე-14 წუთზე უკვე 2:0 უგებდა.

მატჩის დრამატულად შემოტრიალებისა და გოლების წვიმის გარდა, "ლივერპული" Vs. "რეალის" მატჩი მნიშვნელოვანი იყო იმითაც, რომ მადრიდულმა კლუბმა 6 რეკორდის დამყარება მოახერხა.

პირველი ევროპული გუნდი, რომელმაც ენფილდზე 5 გოლი გაიტანა

დიახ, მადრიდის "რეალი" არის პირველი გუნდი, რომელმაც ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, ძლიერი ენერგეტიკის მქონე სტადიონზე 5 გოლის გაიტანა. ეს სეზონი მერსისაიდული კლუბისთვის შავ ლაქად დარჩება - ისიც არ უნდა დავივიწყოთ, რომ 7 სექტემბერს, "ლივერპულის" კარის აღება "ნაპოლიმ" 4-ჯერ შეძლო, თუმცა ის მატჩი იტალიაში გაიმართა.

ბენზემას ლივერპულისთვის ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი

ბენზემა "ლივერპულის" ღამის კოშმარია. ევროპის თასისა და ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, "ლივერპულისთვის", მასზე მეტი გოლი (6) არავის აქვს გატანილი. იცით ვინ არის მეორე ადგილზე? ვინისიუს ჟუნიორი, 5 გოლით.

ვინისიუსმა კრუიფის რეკორდი დაამხო

22 წლის ასაკში, ვინისიუსი გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც ევროპულ ტურნირზე, "ენფილდზე", მინიმუმ 2-ჯერ შეძლო მეტოქის კარის აღება.

ბენზემა მესის კვალდაკვალ

ზედიზედ უკვე 18 წელია, რაც ჩემპიონთა ლიგაზე ლიონელ მესისა და ქარიმ ბენზემას გოლები გააქვთ. ეს განსაკრებული რეკორდია - ის, რასაც უდიდესი შრომა, კლასი და მონდომება სჭირდება.

ე.წ. "ქამბექი", რომელიც რეკორდად იქცა

მადრიდის "რეალი" არის პირველი გუნდი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე, 2 ბურთიანი სხვაობა 3 ბურთიან უპირატესობად აქცია. ეს ყველაფერი კი მადრიდულმა კლუბმა 21-დან 67-ე წუთამდე მოახერხა, ანუ საშუალოდ რეალს 9 წუთში ერთი გოლი გაჰქონდა.

სხვა სტატიები