Belive

-5 მცველით სიტისთან - რეალს ვასკესიც გამოაკლდა

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

11 თებერვალს, ჩემპიონთა ლიგის 1/16-ფინალური ეტაპი აიღებს სტარტს, სადაც ცუდ ფორმაში მყოფი "სიტი" შინ "სამეფო კლუბს" მიიღებს.

დიდი თავის ტკივილი აქვს კარლო ანჩელოტის, რომელსაც ძალიან პრინციპული და მნიშვნელოვანი მატჩის წინ, რიგით მეხუთე მცველი - ლუკას ვასკესი გამოაკლდა. 33 წლის ესპანელი მცველი მადრიდულ დერბიში დაშავდა, რის გამოც ოფიციალურად 20-25 დღეს გამოტოვებს, შესაბამისად, "რეალს" სიტის წინააღმდეგ და კიდევ ლა ლიგის 2 მატჩში ვერ დაეხმარება.

ამ მომენტისთვის რეალის ლაზარეთში 5 ფეხბურთელი იმყოფება, საიდანაც ხუთივე მცველია.

  • დავიდ ალაბა

  • დანი კარვახალი

  • ედერ მილიტაო

  • ანტონიო რუდიგერი

  • ლუკას ვასკესი

ეს იმ ფეხბურთელების სრული ჩამონათვალია, რომელთა გარეშეც, ჩემპიონთა ლიგის 15-გზის გამარჯვებულს "სიტის" წინააღმდეგ მოუწევს თამაში.

გვარდიოლასა და ანჩელოტის ,,ტვინების ბრძოლა'', 11 თებერვალს, თბილისის დროით 23:55 საათზე შედგება.

სხვა სტატიები