"5 მსოფლიო ჩემპიონატზე გოლის გატანა არის მიღწევა, რაზეც ოცნებასაც კი ვერ გავბედავდი" - კრიშტიანუ რონალდუ
კრიშტიანუ რონალდუმ განას წინააღმდეგ, 65-ე წუთზე პენალტი წარმატებით შეასრულა და პირველი მამაკაცი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც 5 სხვადასხვა მსოფლიო ჩემპიონატზე შეძლო გოლის გატანა.
კრიშტიანუ მის მიღწევაზე საკუთარი სოციალური ქსელის საშუალებით გააკეთა კომენტარი:
5 მსოფლიო ჩემპიონატზე გოლის გატანა არის მიღწევა, რაზეც ოცნებასაც კი ვერ გავბედავდი. ეს იმის დასტურია, რომ შეუძლებელი არაფერია. სიამაყე, რომელსაც ვგრძნობ პორტუგალიის მაისურით თამაშით, მხოლოდ იმ სიხარულს შეედრება, როცა ჩემი ქვეყნისთვის გოლი გამაქვს. ჩემი ყველა მიღწევა ჩემს ხალხს ეძღვნება. ეს მხოლოდ დასაწყისია!
მისი პირველი გოლი მსოფლიო ჩემპიონატზე კრიშტიანუმ 2006 წელს ირანს გაუტანა. მას შემდეგ, პორტუგალიელმა თავდამსხმელმა კიდევ 4 მუნდიალზე შეძლო მეტოქის კარის აღება. რონალდუმ მისი სანაკრებო გოლების რაოდენობა 118-მდე გაზარდა.
აღსანიშნავია, რომ პორტუგალიელზე ადრე ამ შედეგს კანადელმა კრისტინ სინკლერმა და ბრაზილიელმა ფორვარდმა მარტამ მიაღწეს, რომლებსაც, ასევე 5 სხვადასხვა მუნდიალზე აქვთ გოლი გატანალი.