Belive

პსჟ Vs ბრესტი - პარი სენ ჟერმენის სავარაუდო შემადგენლობა Uefa-ს ვერსიით

6 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ოთხშაბათს ღამით, ჩემპიონთა ლიგის პლეი-ინის საპასუხო შეხვედრაში, ,,პარი სენ ჟერმენი'' ,,ბრესტს'' უმასპინძლებს.

უეფას ვებგვერდმა მატჩის წინ, გუნდების სავარაუდო შემადგენლობები გამოაქვეყნა. წინა შეხვედრის მსგავსად, პარიზული კლუბის თერთმეტეულში ვერ მოხვდა ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც პირველ მატჩში 67-ე წუთზე ჩაერთო.

,,პსჟ-ის'' სავარაუდო შემადგენლობა Uefa.com-ის ვერსიით ასე გამოიყურება:

დონარუმა - მარკინიოსი, ჰაკიმი, პაჩო, ნუნო მენდეში, ჟოაო ნევეში, დუე, ვიტინია, ლი, ბარკოლა, დემბელე.

,,პარი სენ ჟერმენისა'' და ,,ბრესტის'' შეხვედრა 00:00 საათზე დაიწყება. გუნდებს შორის გამართული პირველი მატჩი ლუის ენრიკეს გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 3:0 დასრულდა.

სხვა სტატიები