Belive

მატუიდი: ვირუსმა ფსიქიკა შემირყია

4 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ბლეზ მატუიდი გახლავთ ერთ-ერთი პირველი ცნობილი სპორტსმენი, რომელსაც კორონავირუსი დაემართა. ფრანგი ფეხბურთელი განიკურნა, მაგრამ ვირუსმა ფსიქოლოგიური პრობლემები დაუტოვა. ამის შესახებ ბლეზმა ინტერვიუში ისაუბრა. - "როდესაც ვირუსი დამიდასტურდა თავი ძალიან უცნაურად ვიგრძენი. გავაცნობიერე, რომ დიდი ხნის განმავლობაში გარეთ ვეღარ გავიდოდი. ამან მე ძალიან გამანერვიულა" - "ვირუსის დროს ყოველთვის დარწმუნებული უნდა იყო, რომ შენს სიახლოვეს არავინ არის. ამ ყველაფერს ძლიერი მენტალობა სჭირდება. კორონავირუსი ყველასთვის ახალი და ამოუცნობი რამ გახლავთ." - "როდესაც ვირუსი დამიდასტურდა, სიმპტომები არ მქონდა. ამან კიდევ უფრო დიდი პანიკა და შიში გამოიწვია ჩემში. დავიწყე ფიქრი და ნერვიულობა ჩემს ოჯახზე და მეგობრებზე. ვფიქრობდი ბოლოს როდის მქონდა მათთან კონტაქტი და ჩემს გამო რაიმე პრობლემა ხომ არ შეექმნათ. ამ ყველაფერზე ფიქრმა გამაგიჟა და საკმაოდ ნერვიული გამხადა." - "ეს ყველაფერი ძალიან რთული იყო ჩემი ოჯახისთვის და მეგობრებისთვის. ისინი ჩემზე ძალიან ნერვიულობდნენ, მაგრამ დავარწმუნე რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. საბოლოოდ ასეც მოხდა და გამოვჯანმრთელდი, მაგრამ კორონავირუსმა ჩემს ცხოვრებაში უდიდესი კვალი დატოვა." - "ყოველდღე ვფიქრობ იმაზე თუ როდის გაქრება ვირუსი მსოფლიოს მასშტაბით, ან როგორ დაბრუნდება ფეხბურთი და ყოველდღიური ცხოვრება." შეგახსენებთ, რომ მატუიდის გარდა, "იუვენტუსში" დანიელე რუგანი და პაოლო დიბალა დაინფიცირდნენ. რუგანი გამოჯანმრთელდა, ხოლო დიბალას გარშემო უცნაური რამ ხდება. არგენტინელ ფეხბურთელს კორონავირუსი ბოლო 6 კვირაში 4-ჯერ დაუდასტურდა.

სხვა სტატიები