Belive

5 დებიუტანტი | ბრაზილიის ნაკრებმა ამხანაგური მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა

1 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, ნოემბერში ჩანიშნული ამხანაგური შეხვედრებისთვის 26-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

განაცხადში 5 დებიუტანტი მოხვდა - ალანი (მანჩსტერ სიტი), ალისონ სანტანა (შახტარი), ანდრე ლუისი (კორინთიანსი), ჟონათან ჟესუსი (კრუზეირო) და მარლონ გომესი (შახტარი).

ანჩელოტის არჩევანი ასე გამოიყურება:

  • მეკარეები - ბენტო, ლუკას პერი, პედრო მორისკო

  • მცველები - არტურ დიასი, კარლოს აუგუსტო, დუგლას სანტოსი, გაბრიელ მაგალაესი, ჟაირ კუნია, ჟონათან ჟესუსი, ვანდერსონი, ვესლი, ვიტორ რეისი

  • ნახევარმცველები - ანდრე, ბრუნო გიმარაესი, ანდრეი სანტოსი, დანილო სანტოსი, ჟოაო გომესი, მარლონ გომესი, გაბრიელ ბონტემპო.

  • თავდამსხმელები - ვინისიუს ჟუნიორი, ესტევაო, რაფინია, რაიანი, ალისონ სანტანა, ალანი, ენდრიკი,

ბრაზილიის ნაკრები 14 ნოემბერს იაპონიას შეხვდება, 17-ში კი - სინგაპურს.

r/soccer - [TNT Sports Brasil] Brazil squad for friendlies against Japan and Singapore