რომარიო ანჩელოტის: "საკუთარი თავის შერცხვენა უკვე საკმარისია"
ბრაზილიის ფეხბურთის ლეგენდამ, რომარიომ, კარლო ანჩელოტის გადადგომისკენ მოუწოდა. იაპონიასთან, ამხანაგურ მატჩსი, 3:2 მარცხის შემდეგ, 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონმა იტალიელი მწვრთნელი მწვავედ გააკრიტიკა. თავდაპირველად, რომარიომ ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციის პრეზიდენტს, სამირ ქსაუდს მიმართა.
ახალგაზრდა და ბრაზილიელი ხარ. მჯერა, ჩვენი ფეხბურთისთვის საუკეთესო გინდა. დროა, დაამტკიცო, რომ გადაწყვეტილების მიღება შეგიძლია და ამის გამბედაობა გაქვს. პრეზიდენტო, ანჩელოტი სახლში გაუშვი. საკუთარი თავის შერცხვენა უკვე საკმარისია. დაუშვებელია, რომ კიდევ ერთი მსოფლიო ჩემპიონატი ჩავაგდოთ. ანჩელოტი საკმარისია! ჩაალაგე ბარგი და წადი! დაბრუნდი ევროპაში, იმ კლუბებში, სადაც სახელი გაითქვი. ბრაზილია შენი მუშაობისთვის ფულს არ უნდა გიხდიდეს. - რომარიო
იტალიელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით, ბრაზილიის ნაკრების შედეგები მაინცდამაინც დამაჯერებლად არ გამოუყურება. ანჩელოტის თვკაცობით ჩატარებულ 21 მატჩში, "სელესაომ" 12 გამარჯვება მოიპვა, ოთხი ფრე ითამაშა და ხუთჯერ დამარცხდა. სამხრეთ ამერიკელებისთვის, განსაკუთრებით იმედგამაცრუებელი ბოლო მსოფლიო ჩემპიონატი აღმოჩნდა, სადაც მუნდიალის ხუთგზის გამარჯვებული ტურნირს მერვედფინალიდან, ნორვეგიასთან 2:1 მარცხის შემდეგ გამოეთიშა.
ბრაზილიას მსოფლიო ჩემპიონატი 2002 წლის შემდეგ აღარ მოუგია. ანჩელოტის ბრაზილიის ნაკრებთან კონტრაქტი 2030 წლის ივლისამდე აკავშირებს. თუ მხარეები თანამშრომლობას ვადაზე ადრე არ შეწყვეტენ, იტალიელი სპეციალისტი "სელესაოს" მომდევნო მსოფლიო ჩემპიონატზეც უხელმძღვანელებს.
🚨 𝗡𝗘𝗪: Romario has asked Carlo Ancelotti to leave Brazil:
— The Touchline | 𝐓 (@TouchlineX) November 15, 2026
"Ancelotti, that's enough!"
"Grab your things and LEAVE!" pic.twitter.com/l3CTrrngZ5