Belive

,,48 წლის ასაკში ჩემი დაბრუნება 2 გუნდს უნდოდა, მაგრამ რომას ვერ ვუღალატებდი'' - ტოტი

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

ფრანჩესკო ტოტიმ კიდევ ერთი წიგნი დაწერა, მაგრამ ამჯერად საუბარი ხუმრობებზე არ არის. ის სავსეა არა იუმორისტული ამბებით, არამედ მისი ცხოვრების საინტერესო დეტალებით, „მიღმა“ - ასე ჰქვია წიგნს, რომლის ფრაგმენტებიც Corriere della Sera-ს ფურცლებზე გასაჯაროვდა:

,,დაბრუნება მოედანზე? ეს ხუმრობა იყო, მაგრამ...

ჯილარდინო 42 წლის იყო, ფაბრეგასი - 37-ის, ასე რომ, ექვსი და თერთმეტი წლით უფროსი ვიქნებოდი იმ კაცებზე, რომლებსაც იმის ძახილში უხდიდნენ ფულს, რა უნდა მეკეთებინა. ეს ქალაქური ლეგენდები არ არის, სუფთა სიმართლეა. დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია. გიჟურია...

ყოველ ორშაბათ საღამოს მინი-ფეხბურთს ვთამაშობდი. შეიძლება ცოტა „პენსიონერების სპორტიცაა“, სამსახურის მერე გასართობი, მაგრამ მომწონდა და გოლებიც გამქონდა. ცოტა წონაშიც ვიყავი, მაგრამ ფიზიკური ფორმა ცუდი სულაც არ მქონდა. კარგად ვგრძნობდი თავს. ბურთის დამორჩილებას, საჯარიმოების დარტყმასა და საგოლე გადაცემის გაკეთებას უბრალოდ არ ივიწყებ.

ინტერვიუებში ხუმრობა მიყვარდა, ჟურნალისტების აგდება. ერთხელაც ვთქვი: „მზად ვარ დასაბრუნებლად“. საქმე ისაა, რომ ეს ხუმრობა ყველამ გაიგო. მერე ვიღაცას თავში გიჟური იდეა მოუვიდა: ,,ფრანჩესკო, თუ მზად ხარ, აბა, მართლა დაბრუნდი.''

ჯენოას დირექტორები პირველები გამოვიდნენ წინადადებით და მათ პირდაპირ ვესაუბრე. მარტივი კითხვა დამისვეს: „აბა, აპირებ ამ ახალი გამოცდილების მიღებას თუ არა?“ ისინი სერიოზულად საუბრობდნენ.

მოსაფიქრებლად დრო ვითხოვე და სანამ პასუხს გავცემდი, პირდაპირ საქმეს შევუდექი. ძალიან სერიოზულად. ორშაბათის მინი-ფეხბურთს ვთამაშობდი, ამას კვირაში სამჯერ დარბაზში ვარჯიში და ორიც ფიზიოთერაპევტთან სესია დავუმატე, თან კვებასაც ვაკონტროლებდი. აღარანაირი პური, აღარანაირი ტკბილეული, საერთოდ არაფერი. ტკბილეულზე უარის თქმა წარმოუდგენლად რთული იყო.

ჯენოას სტადიონი სულ მომწონდა. ეს შესანიშნავი, ინგლისური ტიპის მოედანია, სადაც ვნებიანი გულშემატკივრები მატჩს პირდაპირ მოედნის კიდესთან ადევნებენ თვალს. და, რა თქმა უნდა, ბედისწერაა - ჩემი ბოლო მატჩი რომას მაისურით სწორედ ჯენოასთან მქონდა ნათამაშები.

დროდადრო WhatsApp-ში ჯილარდინო მწერდა : „აბა?“. ის ბიელადანაა, ასე რომ, არც ისე ბევრს საუბრობდა, თუნდაც შეტყობინებებით. ვარჯიშის დროს დიდ სირთულეს არ ვაწყდებოდი. ჩემი სხეული კარგად მუშაობდა, თუ არ ჩავთვლით თითქმის 50 წლის ადამიანისთვის ჩვეულებრივ ტკივილებს, მაგრამ სერიოზული არაფერი. გარკვეული ვარჯიშები, პენსიაზე გასვლიდან შვიდი წლის შემდეგ, თავიდან უნდა დამეწყო, მაგრამ უფრო უარესს ველოდი. თავს კარგად ვგრძნობდი. პროფესიონალივით ვტვირთავდი თავს.

ძმაო, რას აკეთებ? ზოგჯერ საკუთარ თავს ამას ვეკითხებოდი, ზოგჯერ კი უფრო ოპტიმისტურად ვიყავი განწყობილი. ზუსტად არ ვიცოდი, მომავალი რას მიმზადებდა, ან იქნებ ვიცოდი კიდეც, მაგრამ ისე ვიქცეოდი, თითქოს, არაფერი ხდებოდა და მომენტით ვტკბებოდი. გონება მეუბნებოდა, რომ შემეძლო, გული კი - პირიქით. მერე როლები იცვლებოდა, ფიქრები ამუხრუჭებდა და გულისცემა მიჩქარდებოდა. ფაქტია, საბოლოო ჯამში დასკვნა ყოველთვის ერთი და იგივე იყო - კითხვა, რომელსაც საკუთარ თავს ვუსვამდი: შესაძლებელია თუ არა ითამაშო გუნდში, რომელიც რომა არ არის?

სინამდვილეში, პასუხი ცხადი იყო, მე კი ვცდილობდი, არ მომესმინა, სულ ეს იყო. 48 წლის ვიყავი, კარგი, მაგრამ ასაკს რაღაცნაირად გვერდს უვლი, უფრო ნელი ხდები, მაგრამ ფეხი არ ბერდება. ამაზე ყველა თანხმდებოდა: მას ბოტოქსი არ სჭირდება, მთავარი რომა იყო. არა როგორც პრობლემა, არამედ როგორც წერტილი, და ის არასდროს შეიცვლება. სპორტულ ღალატს ასაკი არ აქვს, იქნები 18 წლის თუ 48-ის.'' - ფრანჩესკო ტოტი

ფრანჩესკო ტოტიმ მთელი საკლუბო კარიერა რომაში გაატარა. ჯალოროსის ძირითად გუნდში მისი დებიუტი 1993 წელს შედგა. ლეგენდარულმა კაპიტანმა რომას მაისურით ყველა ტურნირზე 785 მატჩი ჩაატარა და 307 გოლი გაიტანა, ხოლო 2001 წელს გუნდთან ერთად სერია A მოიგო.

ფრანჩესკომ პროფესიონალური კარიერა 2017 წლის მაისში, 40 წლის ასაკში დაასრულა.

სხვა სტატიები