Belive

433 - კვარას ყველა მცველი ასე უყურებს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ნაპოლის" ახალწვეული - ხვიჩა კვარაცხელია მიმდინარე სეზონში ბრწყინვალედ ასპარეზობს. კვარაცხელიამ შეძლო და პრაქტიკულად ყველა გავლენიანი მედია საშუალება მის შესახებ აალაპარაკა.

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგისა და იტალიის სერია A-ს ეგიდით გამართულ მატჩებში, კვარაცხელიამ გაიბწრყინა და არაერთი სახელოვანი მეტოქე დაჩრდილა. ხვიჩა კვარაცხელიას უკანასკნელი მსხვერპლი შეიძლება ითქვას, რომ ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი აღმოჩნდა. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე - კვარამ ინგლისის საუკეთესო განაპირა მცველი, ორივე შეხვედრაში დაჩრდილა.

ხვიჩა კვარაცხელიასა და ალექსანდერ-არნოლდის დუელი 433-ს უყურადღებოდ არ დარჩენია. Instagram-ზე განთავსებულ პოსტში, 433 აღნიშნავს, რომ "კვარას ყველა მცველი ასე უყურებს".

View this post on Instagram

A post shared by 433 (@433)

იტალიის სერია A-სა და ჩემპიონთა ლიგის ეგიდით გამართულ მატჩებში, კვარაცხელია ფენომენალურად ასპარეზობს. მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირზე ჩატარებულ 18 შეხვედრაში, კვარაცხელიას ანგარიშზე 8 გოლი, 8 საგოლე გადაცემა და 4 მოპოვებული პენალტია.

სხვა სტატიები