Belive

ბოიკოტი ალ ნასრის მენეჯმენტს - რონალდუმ თამაშზე უარი განაცხადა

2 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი, კრიშტიანუ რონალდუ ალ ნასრის მენეჯმენტის ქმედებებით უკმაყოფილოა და ალ რიადის წინააღმდეგ გასამართ მატში მონაწილეობის მიღება არ სურს. აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული გამოცემა A BOLA ავრცელებს.

წყაროს მტკიცებით, რონალდუს უკმაყოფილება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ ალ ნასრის მმართველები ფეხბურთელებს, კონკურენტ კლუბებთან შედარებით, სათანადო ყურადღებას არ აქცევენ.

საუდის არაბეთის პროფესიონალური ლიგის მიმდინარე სეზონში, კრიშტიანუ რონალდუს ანგარიშზე 17 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა. ალ ნასრი 43 ქულით მეორე ადგილზე იმყოფება და ჩემპიონატის ლიდერ, ალ ჰილალს 3 ქულით ჩამორჩება.

სხვა სტატიები