Belive

4 ცვლილება: სასუოლო - ნაპოლის სავარაუდო შემადგენლობა 

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

იტალიის სერია A-ს 23-ე ტურის შეხვედრაში, საქართველოს ნაკრების ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი, "ნაპოლი" "სასუოლოს" დაუპირისპირდება.

იტალიური მედია მატჩის წინ ნეაპოლელთა სავარაუდო შემადგენლობას აქვეყნებს, რომელშიც პოტენციურად 4 შეცვლა უნდა განხორციელდეს.

როგორც ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული გამოცემა Republica წერს, "ნაპოლის" სასტარტო თერთმეტეულში ამირ რაჰმანის ჟუან ჟეზუსი, მარიო რუის მატიას ოლივერა, პიოტრ ზიელინსკის ელიფ ელმასი და ირვინგ ლოსანოს მატეო პოლიტანო შეცვლის.

"როგორც ჩანს, ლუჩიანო სპალეტი ცდილობს, რომ გუნდში როტაციის გამოყენებით ძალების გადანაწილება მოახერხოს და უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ მატჩს, რომელიც სამშაბათს, ფრანკფურტის "აინტრახტის" წინააღმდეგ უნდა ჩაატაროს, მომზადებული შეხვდეს. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე მან ბევრი არ ისაუბრა, თუმცა ტოსკანელი მწვრთნელი სავარაუდოდ რამდენიმე შეცვლას განახორციელებს, რაც შეეხება ვიქტორ ოსიმენსა და ხვიჩა კვარაცხელიას, მათ გარეშე თამაშის დაწყება უბრალოდ შეუძლებელი იქნება" - ასე ხსნის გამოცემა შემადგენლობაში შესაძლო ცვლილებებს.

"ნაპოლისა" და "სასუოლოს" დაპირისპირება სასუოლოში, 17 თებერვალს გაიმართება და თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება. ამ გუნდებს შორის გამართული პირველი მატჩი 22 წლის ქართველი ამომავალი ვარსკვლავის გუნდმა - 4:0 მოიგო, სადაც თავად გოლის გატანა და 2 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა.

სხვა სტატიები