5 თვიანი პაუზის შემდეგ - ჩაკვეტაძე გენტის განაცხადშია
3 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ტრავმისგან გამოწვეული 5 თვიანი პაუზის შემდეგ გიორგი ჩაკვეტაძე "გენტის" განაცხადს დაუბრუნდა. ქართველი ფეხბურთელი ბელგიის თასზე, "ეუპენთან" შეხვედრის 20 კაციან შემადგენლობაში მოხვდა. სამწუხაროდ, გიორგი მოედანზე ოქტომბრის შემდეგ არ გასულა. 21 წლის ნახევარმცველმა ბოლოს "ბეერსხოტთან" ითამაშა. როგორც მოგეხსენებათ, ჩაკვეტაძეს დიდი ხანია მუხლის ტკივილები აწუხებს. აღსანიშნავია, რომ ბოლო 2 კვირის განმავლობაში საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა "გენტის" 21-წლამდე გუნდში ორჯერ ითამაშა. როგორც ბელგიელები ამბობენ, გიორგის ტკივილი აღარ უგრძვნია.