Belive

36 წლის ლუკა მოდრიჩის ბრწყინვალე თამაში პსჟ-სთან

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
36 წლის ასაკში, ასეთ დონეზე მოთამაშე ნახევარმცველი ვინ გახსენდებათ? თავადაც თქვა, ახალგაზრდულ ენერგიას ვგრძნობ, მაგრამ რეალობასაც თვალი უნდა გავუსწოროთ, ასაკი მემატებაო. მაგრამ ლუკა კვლავ შეუდარებელია. იდეალურ ფეხბურთს თამაშობს. ვინ დაიწუნებს ნახევარმცველს, რომელიც აკეთებს ზუსტ გადაცემებს, კარნახობს თამაშის ტემპს, გუნდს ეხმარება ბურთის ართმევასა თუ ბურთის სწრაფად ამოტანაში, აქვს შესანიშნავი ტექნიკა და შორეული დარტყმა. თანაც, ვერასოდეს შეატყობ, რომ დაღლილია, ან უხასიათოდაა, ან მობეზრდა, ან რაიმე მსგავსი. 36 წლის ასაკში, ლუკა მოედნის ცენტრში კვლავ შეუდარებელია. გუშინ, "რეალის" შემადგენლობაში, ყველაზე მეტი ირბინა, ყველაზე მეტი ზუსტი პასი გააკეთა და საგოლე გადაცემაც ჩაიწერა თავის აქტივში.

სტატისტიკური მონაცემები

პასის სიზუსტე - 88% ბურთთან შეხება - 88 შორეული გადაცემა - 9/10 მოგებული დუელი - 7 ვარდნა - 4/4 დარტყმა - 2 საგოლე პასი 1
და იმასაც ნუ დავივიწყებთ, რომ მესი-რონალდუს ოქროს ბურთების 10-წლიანი ჰეგემონია, სწორედ ხორვატმა ნახევარმცველმა დაამხო.

იხილეთ მოდრიჩის ყველა მომენტი Vs. პსჟ

სხვა სტატიები