Belive

33-წლიანი ლოდინი დასრულდა - კვარა და ნაპოლი იტალიის ჩემპიონები არიან!

11 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

33-წლიანი ლოდინი დასრულებულია - "ნაპოლი" იტალიის ჩემპიონი გახდა.

96-წლიან ისტორიაში რიგით მესამე სკუდეტო ნეაპოლურმა კლუბმა მას შემდეგ მოიგო, რაც იტალიის სერია A-ს 33-ე ტურის შეხვედრაში, "უდინეზესთან" სტუმრად ფრე - 1:1 ითამაშა.

Შეხვედრა ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და მოედანზე 85 წუთი გაატარა საქართველოს ნაკრების ვარსკვლავმა, ხვიჩა კვარაცხელიამ, ფეხბურთელმა რომელმაც მთელი სეზონის განმავლობაში "ნაპოლის" ერთ-ერთი ლიდერის სტატუსი მოირგო და 22 წლის ასაკში, იტალიაში სადებიუტო სეზონის დროს, თავის კლუბს ისტორიული გამარჯვების მიღწევაში დაეხმარება.

ანგარიში მე-13 წუთზე გაიხსნა, როცა სანდი ლოვრიჩმა მასპინძლები დააწინაურა, ხოლო მეორე ნახევარში სტუმრებმა შემობრუნება მოახერხეს. 53-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიას დარტყმა მეკარე მარკო სილვესტრიმ მოიგერია, დამატებაზე კი ვიქტორ ოსიმენმა ზუსტად შეასრულა და წონასწორობა აღადგინა - 1:1.

ხვიჩა კვარაცხელიამ აღნიშნულ მატჩში 6.71 კოეფიცინეტით შეფასება დაიმსახურა.

33 ტურის შემდეგ "ნაპოლიმ" 80 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში უახლოესი მდევარი "ლაციოსთვის" დარჩენილ 5 ტურში მიუწვდომელი გახდა. შემდეგ შეხვედრას აწ უკვე იტალიის ჩემპიონი "ნაპოლი" 7 მაისს, საშინაო კედლებში, "ფიორენტინას" წინააღმდეგ გამართავს. მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები