ლამინე იამალი: "ჩემს თავს მხოლოდ მესის ვადარებ - ის ყველა დროის საუკეთესოა"
7 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალური ეტაპის პირველი შეხვედრა დღეს გაიმართება, სადაც ხვიჩა კვარაცხელიას "პარი სენ-ჟერმენი" ლონდონში "არსენალს" ესტუმრება. მატჩი 23:00 საათზე დაიწყება. მეორე ნახევარფინალური წყვილის, "ბარსელონასა" და "ინტერის" დაპირისპირება ხვალ იმავე დროს აიღებს სტარტს.
მატჩისწინა პრესკონფერენციაზე, ლამინე იამალმა ბევრ თემაზე ისაუბრა, მათ შორის მოახლოებულ 1/2-ფინალურ მატჩზე.
"არავის ვადარებ საკუთარ თავს, ისევე როგორც მესის... მე აღფრთოვანებული ვარ ლეოთი, ის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია. მე მხოლოდ ჩემი თამაშის გაუმჯობესებაზე ვარ ორიენტირებული, სხვა მოთამაშეებთან ჩემს შედარებას აზრი არ აქვს.
წინ ინტერთან უმნიშვნელოვანესი თამაშებია - მიუხედავად იმისა, რომ კოპა მოვიგეთ, საერთოდ არ ვართ საზეიმო განწყობაზე, ჯერ კიდევ დიდი მისია გვაქვს შესასრულებელი.
რაც შეეხება ჩემს თმას - იმიტომ შევიღებე თმები, რომ სახლში უსაქმურად და მოწყენილად ვიჯექი და ასე გადავწყვიტე, უცებ..." - ლამინე იამალი
ლამინე იამალის გუნდი "ინტერს" საწყის მატჩში 30 აპრილს, "მონჟუიკის სტადიონზე" შეხვდება. მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.