Belive

30.5 მილიონი დოვბიკის სანაცვლოდ - რომა ტრანსფერის გაოფიციალურების ზღვარზეა

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიური ფეხბურთის გრანდი არტიომ დოვბიკის სანაცვლოდ 30.5 მილიონ ევროს გადაიხდის, რომელსაც სამომავლო ბონუსების სახით კიდევ 6 მილიონი ევრო დაემატება. აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი იტალიელი სპორტული ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

ფაბრიციო რომანოს მტკიცებით, "რომასა" და "ჟირონას" შორის მიღწეული შეთანხმების შემდეგ, არტიომ დოვბიკი რომში 1 აგვისტოს, 14:00 საათზე ჩაფრინდება, სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს მოაწერს ხელს.

არტიომ დოვბიკი "ჟირონას" 2023 წელს შეერთდა და კატალონიური კლუბის მთავარ შემტევად ჩამოყალიბდა. "ჟირონას" მაისურით ჩატარებულ 36 შეხვედრაში, დოვბიკმა 24 გოლის გატანა შეძლო.

სხვა სტატიები