"3 მატჩი დარჩა და მაქსიმალური ქულების აღებას შევეცდებით" - ზურიკო დავითაშვილი
2 კვირის წინ
ფეხბურთი
1 წთ
საფრანგეთის 31-ე ტურის შეხვედრაში "სენტ-ეტიენი" "სტრასბურთან" 3:1 დამარცხდა. თავისი გუნდიდან ერთადერთი, შესანიშნავი გოლი ზურიკო დავითაშვილმა გაიტანა. Sofascore-მა ქართველ ფეხბურთელს 7.8 შეფასება დაუწერა, რაც "სენტ-ეტიენის" რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი იყო.
მატჩის შემდეგ ზურიკო დავითაშვილმა მედიასთან კომენტარი გააკეთა:
რა თქმა უნდა როგორც ჩვენთვის ასევე "სტრასბურისთვისაც" რთული მატჩი იყო. ქულები ჩვენც გვჭირდებოდა და მათაც, ვფიქრობ მეორე ტაიმი მათ უკეთ ითამაშეს, სწორედ ამიტომ დაფიქსირდა ეს შედეგი.
აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ მუშაობა, პირველ რიგში კი დაცვაში თამაში უნდა გავაუმჯობესოთ. 3 მატჩი დარჩა და მაქსიმალური ქულების აღებას შევეცდებით.
"სენტ-ეტიენს" ძლიერი მენტალიტეტი აქვს და ეს წინა ტურშიც გამოჩნდა. "ლიონთან" როგორც ვითამაშეთ, სხვა მატჩებშიც ასე უნდა ვითამაშოთ. 1 მატჩს კარგად ვთამაშობთ და შემდეგ 2-3 თამაში შესაძლოა ჩავაგდოთ ეს უნდა გამოვასწოროთ. - ზურიკო დავითაშვილი
"სენტ-ეტიენი" ლიგა 1-ის ცხრილში 27 ქულით ბოლოსწინა მე-17 ადგილზეა (7 მოგება, 6 ფრე, 18 მარცხი), მომდევნო შეხვედრას ქართველი ფეხბურთელის გუნდი 3 მაისს, 23:05 საათზე "მონაკოს" წინააღმდეგ გამართავს.
ზურიკო დავითაშვილს მიმდინარე სეზონში 8 გოლი და 7 საგოლე გადაცემა აქვს.