3-ჯერ მეტი ხელფასი | ბაიერნმა მანეს შესანიშნავი პირობები შესთავაზა
2 წლის წინ
ფეხბურთი
3 წთ
"ყოველთვის იმას ვამბობ, რომ ჩემი ცხოვრება გამოწვევებით არის სავსე. როდესაც ვთქვი, რომ კლუბიდან წასვლა მსურდა, ეს იმას ნიშნავდა, რომ სიახლეებით ვიყავი დაინტერესებული. გუნდიდან მივდივარ იმიტომ, რომ მინდა, თავი კვლავ გამოვცადო და კიდევ უფრო უკეთესი გავხდე", - განაცხადა მანემ.
საინტერესო ფაქტია, რომ იყო დრო, როდესაც სადიო მანე სენეგალის ერთ უღარიბეს სოფელში ცხოვრობდა. მის მშობლებს სურდათ, პატარა სადიო მომავალში მათემატიკის მასწავლებელი გამხდარიყო, თუმცა მომავალ ვარსკვლავს სულ სხვა სიმაღლეების დაპყრობა სურდა.
"მე სენეგალის ძალიან პატარა სოფელში დავიბადე, რომელსაც ბამბალი ეწოდება. ჩემი მშობლები ფიქრობდნენ, რომ ფეხბურთის თამაში უბრალოდ დროს მაკარგვინებდა და რომ ამ მიმართულებით, მე წარმატებული ვერასოდეს გავხდებოდი. 16 წლის ასაკში, სოფლიდან გაქცევა დავგეგმე: გამთენიისას, სრულიად უფულოდ, მხოლოდ გახეხილი კბილების ამარა, სოფლიდან გავიქეცი და შევხვდი ჩემს საუკეთესო მეგობარს, რომელმაც დაკარისკენ მიმავალი ავტობუსისთვის ფული მასესხა”, იხსენებს მანე.შემდეგ კი, იყო სირთულეები: გარკვეული დროის შემდეგ, მშობლებმა მანეს მეგობარი სიმართლეში გამოტეხეს და შვილის კვალს მიაგნეს. მანე უკან დაბრუნებას მხოლოდ იმ პირობით დათანხმდა, თუკი მშობლები ფეხბურთის თამაშის უფლებას მისცემდნენ.
როგორც თავად იხსენებს, პირველ სინჯებზე ბავშვების დაცინვის ობიექტი გახდა: "ჩემთან ერთად, თავის შანსს 200-300 ბავშვი ელოდებოდა. მეცვა შორტი, რომელსაც ფეხბურთთან არაფერი აკავშირებდა, ჩემს დახეულ ბუცებს კი ნაკერები ეტყობოდა. ჩემს გამომცდელებს გაკვირვება სახეზე ეტყობოდათ", - ამბობს მანე.სენეგალის საფეხბურთო აკადემიის დასრულების შემდეგ, მანე ფრანგულმა "მეცმა" აიყვანა, რასაც ავსტრიული "რედ ბულ ზალცბურგი", "საუთჰემპტონი", "ლივერპული" და ბოლოს, "ბაიერნი", სადაც იგი €19.8 მილიონს გამოიმუშავებს - იმაზე გაცილებით მეტს, ვიდრე მანე სენეგალის სოფელში მათემატიკის სწავლებით შეძლებდა.