Belive

28 წლის ასაკში, გიორგი ჭანტურია კარიერის დასრულებას აპირებს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ვრცელდება ინფორმაცია, რომ საქართველოს ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, გიორგი ჭანტურიამ საფეხბურთო კარიერა დაასრულა. 28 წლის ქართველ შემტევს პროფესიონალური ფეხბურთი ბოლოს 2019 წელს, "ურალში" ითამაშა, თუმცა ეკატერინბურგულ კლუბში გატარებულ სამწლიან პერიოდში, მას ტრავმები აწუხებდა და სტაბილური ფორმის შენარჩუნებას ვერ ახერხებდა. 2020 წლის ზამთარში, "საბურთალოში" გია ცეცაძის დანიშვნის შემდეგ, ჭანტურია თბილისურ კლუბს შეკრებაზე შუერთდა, თუმცა გუნდი ეროვნული ლიგის დაწყებამდევე დატოვა. საინტერესოა, რომ Transfermarkt-ის ოფიციალური გვერდის ინფორმაციით, გიორგი ჭანტურიას პროფილზე მითითებულია, რომ მან კარიერა დაასრულა. "საბურთალოს" აკადემიის აღზრდილი ფეხბურთელი ევროპულ კარიერას მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ახალგაზრდულ აკადემიაში, "ბარსელონაში" იწყებდა და ლა მასიას პარალელურად, მთავარ გუნდთან ერთად ვარჯიში და ამხანაგურ შეხვედრაში თამაშიც მოახერხა. შემდეგ იყო არნემის "ვიტესში" გატარებული 4-წლიანი პერიოდის შემდეგ, იგი "კლუჟის", "დუისბურგისა" და "ურალის" მაისურს ირგებდა, საუკეთესო პერიოდი კი ნიდერლანდურ კლუბში ჰქონდა სადაც ჩატარებულ 47 შეხვედრაში 6 გოლის გატანა და ამდენივე საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა. გიორგი ჭანტურიამ საქართველოს ნაკრების მაისურით 15 შეხვედრა ჩაატარა და ამხანაგურ შეხვედრებში, ლიხტენშტეინისა და ალბანეთის კარის აღება მოახერხა.

სხვა სტატიები