Belive

25 წლის და 136 დღის - მარკუს რაშფორდმა ახალი რეკორდი დაამყარა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

დღეს ევროპა ლიგის 1/8 ფინალური შეხვედრები იმართება და ერთ-ერთი მთავარი მატჩი "მანჩესტერისა" და "ბეტისის" დაპირისპირება იყო. ერიკ ტენ ჰაგის გუნდმა პირველ ეტაპზე ესპანელები მარტივად დაამარცხა და ფაქტიურად პირველივე შეხვედრაში გადაწყვიტა ყველაფერი. ოლდ ტრაფორდზე "მანჩესტერმა" მეტოქე 4:1 დაამარცხა.

განმეორებითი შეხვედრა ესპანეთში იმართება, სადაც მანჩესტერელები 56-ე წუთზე მარკუს რაშფორდმა დააწინაურა. აღნიშნული გოლი ინგლისელი შემტევისთვის სარეკორდო აღმოჩნდა. მარკუსი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელსაც "მანჩესტერის" მაისურით, ევროპის უმაღლეს საკლუბო ტურნირებზე 25-ზე მეტი გოლი აქვს გატანილი. რაშფორდმა ეს შედეგი 25 წლის და 136 დღისამ დააფიქსირა.

სხვა სტატიები