Belive

23 წლიანი ეპოქა დასრულდა - კიელინიმ საფეხბურთო კარიერა დაასრულა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

39 წლის ასაკში, ლეგენდარულმა იტალიელმა მცველმა - ჯორჯო კიელინიმ საფეხბურთო კარიერა დაასრულა. ამის შესახებ ექსკლუზიურ ინფორმაციას "Goal.com"-ის იტალიელი ჟურნალისტი - რომეო აგრესტი ავრცელებს.

ჯორჯო კიელინიმ საფეხბურთო კარიერის დასრულების შესახებ 10 დეკემბერს განაცხადა, თუმცა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ ამ ფაქტის შესახებ იმსჯელებდა. როგორც ჩანს, ჯორჯომ იმსჯელა და დღეს, 12 დეკემბერს ოფიციალურად განაცხადა, რომ მისი 23-წლიანი დიდებული საფეხბურთო კარიერა დასრულებულია.

ჯორჯო კიელინიმ კარიერა "ლივორნოში" დაიწყო, "იუვენტუსმა" კი ის 2004 წელს შეიძინა, თუმცა პირველი სეზონი ის ფლორენციის "ფიორენტინაში" გაანათხოვრეს, სადაც 42 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა.

2005-2022 წლებში ის იუვეს შეუცვლელი ფიგურა იყო და კლუბის ლეგენდად იქცა - 561 მატჩში გატანილი 36 გოლით და არაერთი მოგებული ტიტულით.

2022 წლიდან იგი MLS-ში, კერძოდ კი "ლოს ანჯელესში" თამაშობს. მან ლოს ანჯელესური კლუბის მაისურით 43 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. 2004-2022 წლებში კიელინიმ იტალიის ნაკრებში 117-ჯერ ითამაშა, სადაც თავი 8-ჯერ გატანილი გოლით გამოიჩინა.


სხვა სტატიები