Belive

22 წლის ანდრეს ბალანტა გულის შეტევით გარდაიცვალა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

კოლუმბიელი ნახევარმცველი ანდრეს ბალანტა, ვარჯიშის დროს მიღებული გულის შეტევის გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სპორტსმენი სწორედ საავადმყოფოში გარდაიცვალა. 22 წლის ფეხბურთელი არგენტინულ "ატლეტიკო ტუკუმანში" ასპარეზობდა.

როგორც კი ეს ამბავი გავრცელდა, არგენტინის ფეხბურთის ასოციაციამ (AFA) სოციალურ ქსელში სამძიმრის წერილი გამოაქვეყნა.

"არგენტინის ფეხბურთის ასოციაცია მწუხარებას გამოთქვამს "ატლეტიკო ტუკუმანის" ფეხბურთელის ანდრეს ბალანტას გარდაცვალების გამო. ვუთანაგრძნობთ მის მთელ ოჯახს" - ნათქვამია განცხადებაში.

ადგილობრივმა გაზეთმა La Gaceta-მ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ნათქვამია, რომ ფეხბურთელს 2019 წელს კოლუმბიურ კლუბში "დეპორტივო კალიში" თამაშისას უკვე ჰქონდა გულზე პრობლემები, თუმცა იმ დროს არცერთ ტესტს საგანგაშო არაფერი უჩვენებია.

სხვა სტატიები