Belive

2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური მატჩი სანტიაგო ბერნაბეუზე გაიმართება

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრას ,,სანტიაგო ბერნაბეუ'' უმასპინძლებს. ინფორმაციას Marca ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ფინალური მატჩის საკუთარ ქვეყანაში ჩატარების სურვილი მაროკომაც გამოთქვა, თუმცა ფიფას ფავორიტი მადრიდის ,,რეალის'' სტადიონია.

2030 წელს მუნდიალი მაროკოში, ესპანეთში, პორტუგალიაში, არგენტინაში, ურუგვაისა და პარაგვაიში გაიმართება. ფიფას საბჭოს გადაწყვეტილებით, მატჩები ჩატარდება ყველა იმ ქვეყანაში, რომელმაც ტურნირის მასპინძლობისთვის განაცხადი შეიტანა.

სამხრეთ ამერიკა სამ მატჩს უმასპინძლებს, გახსნითი შეხვედრა ურუგვაიში ჩატარდება, რომელშიც ადგილობრივი ნაკრები ითამაშებს. საკუთარ მოედანზე ჩაატარებს პირველ მატჩებს არგენტინაც და პარაგვაიც.

დარჩენილი ყველა შეხვედრა კი ესპანეთში, პორტუგალიასა და მაროკოში გაიმართება.

2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატი საიუბილეოა - 1930 წელს პირველ ჩემპიონატს სწორედ ურუგვაიმ უმასპინძლა.

სხვა სტატიები