Belive

ტიაგო სილვა დიდი ალბათობით ფლუმინენსეს ღირსებას აღარ დაიცავს

1 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ტიაგო სილვამ შესაძლოა ფლუმინენსე დატოვოს, ამის შესახებ ინფორმაციას geglobo ავრცელებს. წყაროს ცნობით, ვასკოსთან წაგების შემდეგ ვეტერანი მცველი გასახდელში თანაგუნდელებს დაემშვიდობა და დიდი ალბათობით ფლუმინენსეს ღირსებას აღარ დაიცავს.

ჯერჯერობით გაურკვეველია სად გააგრძელებს ვეტერანი ფეხბურთელი კარიერას, მაგრამ სპორტული მედიის ინფორმაციით სილვას თამაში ევროპაში სურს, რადგან თავისი ძველი ფორმის დაბრუნება უნდა და იმედი აქვს, რომ მომავალ მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებს, ამის შესახებ ცოტა ხნის წინ France Football-თან თავად ფეხბურთელმაც განაცხადა.

ასევე გეტყვით, რომ ტიაგო სილვას ფლუმინენსესთან კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.