2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული ნაკრები რეკორდულ თანხას მიიღებს
ფიფა მომავალი მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულ ნაკრებს რეკორდულ თანხას გადაუხდის. ინფორმაციას ორგანიზაციის პრეზიდენტი, ჯანი ინფანტინო ავრცელებს.
ჩემპიონი ფიფასგან ჯილდოს სახით 50 მილიონ დოლარს მიიღებს. სულ მუნდიალისთვის გამოყოფილი საპრიზო ფონდი 727 მილიონი დოლარია, რაც წინა ჩემპიონატთან შედარებით 2-ჯერ მეტია.
ნაკრებები ჯგუფური ეტაპიდან გამოვარდნის შემთხვევაში 9-9 მილიონს მიიღებენ, ფინალში გასული გუნდი 33 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს, მესამეადგილოსანი - 29 მილიონს, მეოთხეადგილოსანი კი - 27 მილიონს.
შედარებისთვის, 2022 წელს ჩემპიონმა არგენტინის ნაკრებმა 42 მილიონი მიიღო, 2018 წელს კი საფრანგეთმა - 38 მილიონი.
მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატი, რომელსაც აშშ, მექსიკა და კანადა უმასპინძლებენ, 11 ივნისიდან 19 ივლისის ჩათვლით გაიმართება და მასში მონაწილეობას 48 ნაკრები მიიღებს.