2024 წლიდან ოქროს ბურთი საუკეთესო მწვრთნელსაც გადაეცემა
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
UEFA-მ ოფიციალურად დაადასტურა France Football-თან თანამშრომლობა, 2024 წლიდან ოქროს ბურთის დაჯილდოება ერთობლივი ორგანიზებით გაიმართება. მთავარი სიახლე ისაა, რომ ოქროს ბურთი მამაკაცთა და ქალთა წლის საუკეთესო მწვრთნელსაც გადაეცემა.
შეთანხმების ფარგლებში, Groupe Amaury რჩება ოქროს ბურთის ბრენდის მფლობელად და გააგრძელებს ხმის მიცემის სისტემის ზედამხედველობას (ხმის მიცემა ჩვეული წესით გაგრძელდება), უეფა კი გლობალურ ბაზარზე უფრო მეტი პოპულარიზაციის მიზნით, თავად ჩაატარებს ყოველწლიურ გალა-დაჯილდოებას.
France Football-ის მიერ 1956 წლიდან დაარსებული ჯილდო არის ყველაზე პრესტიჟული ტიტული, რომელიც ფეხბურთელს შეუძლია მიიღოს გამოჩენილი მიღწევებისა და განსაკუთრებული ნიჭის აღიარებით.