"სასაცილო იქნებოდა, რომ გარკვეული ტიპის ეგოიზმი არ ჰქონოდა" - დიდიე დეშამმა კილიან მბაპეზე ისაუბრა
2 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი დიდიე დეშამი სპორტული ჟურნალისტიკის ფესტივალზე იმყოფებოდა, სადაც არაერთ მნიშვნელოვან თემაზე ისაუბრა, ერთ-ერთი ასეთი კილიან მბაპეს საკითხი იყო. 57 წლის სპეციალისტმა მბაპეს დაცვა ყველანაირად სცადა და მის უმნიშვნელოვანესს წვლილს გაუსვა ხაზი.
ჩვენ ის ძალიან ეგოისტ და ინდივიდუალისტ ადამიანად წარმოგვიდგენია, რა თქმა უნდა ეს ასეც არის, ის თავდამხსმელია, სასაცილო იქნებოდა, რომ გარკვეული ტიპის ეგოიზმი არ ჰქონოდა.... გარწმუნებთ, რომ მნიშვნელოვან მომენტებში, ის ისეთი ადამიანია, რომლის სიტყვასაც მთელი გუნდისთვის ფასი აქვს.
თუ გსურთ კილიანის განსჯა იმით, რომ მან მატჩში მინიმუმ 11 კილომეტრი უნდა ირბინოს... ნუ ინერვიულებთ, ის ამას არ გააკეთებს. მაგრამ, მეორეს მხრივ, მას ბევრი სხვა ისეთი თვისება აქვს, რომლებიც მნიშვნელოვანი და გადამწყვეტია. - დიდიე დეშამი - საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი
Didier Deschamps qui profite d’une question sur Kylian Mbappé pour défendre son capitaine. Très intéressant à l’occasion du @FestivalJS2025 ! pic.twitter.com/q3MWnANVay
— Ambre (@AmbreGodillon) February 3, 2026