Belive

2022 წლის მუნდიალის გადამწყვეტი პენალტის ავტორი ქალზე ძალადობაში დაადანაშაულეს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"სევილიას" და არგენტინის ნაკრების მარჯვენა მცველს, გონსალო მონტიელს სამშობლოში გაუპატიურებაში ადანაშაულებენ. ამის შესახებ ინფორმაციას RMC Sport-ი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ინციდენტი, რომელშიც 26 წლის არგენტინელი ბრალდებულია, ფეხბურთელის სახლში 2019 წლის 1 იანვარს, მის დაბადების დღის წვეულებაზე მოხდა.

სავარაუდო მსხვერპლი ამტკიცებს, რომ გონსალო მასზე სექსუალურად ძალადობდა და ამ პროცესში სხვა მამაკაცებიც მონაწილეობდნენ, თუმცა მათი რაოდენობის ზუსტად დასახელება არ შეუძლია.

ამავე დროს, ირკვევა, რომ ქალმა მუქარის შემცველი გზავნილებიც მიიღო, იმ შემთხვევაში, თუ ინციდენტის გასაჯაროვებით ფეხბურთელის კარიერას საფრთხე დაემუქრებოდა.

გონსალო მონტიელი, რომელიც "რივერ პლეიტის" აღზრდილია და ამ კლუბის მთავარი გუნდის შემადგენლობაში 2017 წლის ივლისიდან 2021 წლის აგვისტომდე გამოდიოდა, "სევილიას" წევრია, 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე კი არგენტინისა და საფრანგეთის ნაკრებებს შორის გამართულ ფინალში პენალტების სერიაში გამარჯვების მომტანი დარტყმის ავტორი გახდა.

სხვა სტატიები