Belive

სერხიო რამოსი სევილიაში დაბრუნების შესახებ: "არის რაღაცები, რასაც ფულით ვერ იყიდით"

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მადრიდის "რეალისა"  და ესპანეთის ნაკრების ლეგენდამ, სერხიო რამოსმა, მშობლიურ "სევილიაში" დაბრუნებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ არსებობს რაღაცები, რისი ფულით ყიდვაც შეუძლებელია.

"სევილიამ ყველაფერი მომცა. მან მომამზადა, როგორც ფეხბურთელი, რომ პირველად მეთამაშა ლა ლიგაში და მას შემდეგ ყოველთვის მქონდა რაღაც განსაკუთრებული გრძნობა ამ გუნდის მიმართ.

როცა სახლში დაბრუნების შესაძლებლობა მომეცა, ვიგრძენი ეს ფერები და ამიტომაც ავირჩიე ეს გუნდი. მინდოდა, რომ ეს ციკლი აქ დამესრულებინა.

მინდოდა მენახა, რომ მთელი სიყვარული, რასაც ადამიანების მიმართ ვგრძნობდი, ორმხრივი იყო.

ეს იყო დაუვიწყარი მომენტი ჩემთვის და იგივეს ვურჩევ ყველას, ვინც კარიერას მშობლიურ ქალაქში იწყებს. ყოველი დღე, ვარჯიში და მატჩი მახარებს.

აქ ძალიან ახლო მეგობრები მყავს, ადამიანები, რომლებსაც მრავალი წელია ვიცნობ და როცა დავბრუნდი, ისინი ისევ აქ დამხვდნენ. ასეთი ბედნიერება სულს ამშვიდებს. რამდენი გამოცდილებაც არ უნდა მიიღოთ საზღვარგარეთ ან სხვა გუნდებში, არის რაღაცები, რასაც ფულით ვერ იყიდით", - თქვა 37 წლის ცენტრალურმა მცველმა.

"სევილიაში" დაბრუნების შემდეგ, ანდალუსიური გუნდის შემადგენლობაში სერხიო რამოსმა ყველა ტურნირზე 7 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 1 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა.

სხვა სტატიები