სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ნაკრებს 2021 წლიდან ვილი სანიოლი უთავკაცებს. ფრანგი სპეციალისტი სხვადასხვა დროს მიუნხენის "ბაიერნში" კარლო ანჩელოტის ასისტენტად, საფრანგეთის ახალგაზრდულ ნაკრებში მთავარ მწვრთნელად და ეროვნულ გუნდში ტექნიკურ დირექტორად მუშაობდა, საკლუბო დონეზე კი "ბორდოს" მეთაურობდა.
სწორედ "ბორდოში" ყოფნის პერიოდში, სანიოლიმ "ჯვაროსნების" ბოლო დამრიგებელი ვალდიმირ ვაისი დაამარცხა. ფრანგი და სლოვაკი სპეციალისტის გზები ევროპის ლიგის პლეი-ოფში გადაიკვეთა - მაშინ ვაისსალმაატის "კაირატი" ჰყავდა ჩაბარებული. პირველი დაპირისპირება, რომელიც საფრანგეთში შედგა, ფრანგებმა მინიმალური უპირატესობით - 1:0 მოიგეს, ყაზახეთში კი "კაირატი" - 2:0-ს იგებდა, თუმცა ძრითადი დროის ამოწურვამდე 14 წუთით ადრე, ფრანგებმა ერთი ბურთი გაქვითეს და საბოლოოდ, ორი მატჩის ჯამში დაფიქსირებული ფრისა და სტუმრად გატანილი გოლის შედეგად, ჯგუფურ ეტაპზე "ბორდო" გავიდა. მნიშვნელოვანია, რომ ვლადიმირ ვაისმა შეხვედრაში პირველი ცვლილება 83-ე წუთზე განახორციელა.